მიმდინარე წლის 28 ნოემბერს 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) II კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ. №3) №119 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის - ნათია ჩიტაშვილის წიგნის „მედიაციის ეთიკის საფუძვლები“ პრეზენტაცია.
წიგნი წარმოადგენს მედიაციის ეთიკის სფეროში პირველ მონოგრაფიულ კვლევას საქართველოში და განკუთვნილია აკადემიური და პროფესიული საზოგადოების ფართო წრისათვის.